საქართველოს ფიტნესის, ბოდიბილდინგისა და ფიტნეს ჩელენჯის ფედერაცია
საქართველოს ფიტნესის, ბოდიბილდინგისა და ფიტნეს ჩელენჯის ფედერაცია 2023 წელს ოფიციალურად დაფუძნდა IFBB-ის ეგიდით. ფედერაციას მიღებული აქვს საერთაშორისო ბოდიბილდინგისა და ფიტნესის ფედერაციის (IFBB) აღიარება, როგორც ერთადერთ ორგანიზაციას საქართველოში, რომელსაც უფლება აქვს IFBB-ის ეგიდით, მისი სტანდარტებისა და სიმბოლიკის გამოყენებით, ქვეყნის მასშტაბით ჩაატაროს ეროვნული და საერთაშორისო ტურნირები.
ამასთანავე, ფედერაცია უფლებამოსილია, სპორტსმენებსა და ეროვნული ნაკრების წევრებს მისცეს საერთაშორისო IFBB-ის მიერ ორგანიზებულ ტურნირებში მონაწილეობის უფლება, როგორიცაა: მსოფლიო ჩემპიონატი, ევროპის ჩემპიონატი, Diamond Cup და Grand Prix.
IFBB მსოფლიოში ყველაზე დიდი ორგანიზაციაა ბოდიბილდინგისა და ფიტნესის სფეროში, რომელიც 203 ქვეყანას აერთიანებს და საერთაშორისო დონის მრავალ პრესტიჟულ ტურნირს მართავს.
ტელეფონი
+995 593 12-34-56
ელ.ფოსტა
ifbbgeo@gmail.com
მისამართი
თბილისი
