ჩვენ შესახებ
საქართველოს ეროვნული სპორტული თამაშების ასოციაცია არის ეროვნული სპორტული ორგანიზაცია, რომელიც შეიქმნა საქართველოში არაოლიმპიური სპორტის განვითარებისა და საერთაშორისო ინტეგრაციის ხელშეწყობის მიზნით. ასოციაცია აერთიანებს იმ სპორტულ ფედერაციებს, რომლებიც წარმოადგენენ The World Games-ის საერთაშორისო ასოციაციის წევრი საერთაშორისო ფედერაციების ქართულ ეროვნულ შესაბამის სტრუქტურებს. ჩვენი ამოცანაა, შევქმნათ ძლიერი, პროფესიული და კოორდინირებული სისტემა, რომელიც დაეხმარება ქართულ არაოლიმპიურ სპორტს საერთაშორისო წარმატების მიღწევაში. ასოციაცია თანამშრომლობს International World Games Association-თან — IWGA-სთან. ამ თანამშრომლობის ფარგლებში გაფორმებულია მემორანდუმი, რომელიც ქმნის მყარ ინსტიტუციურ საფუძველს საქართველოს, ქართველი სპორტსმენებისა და ეროვნული ფედერაციების უფრო აქტიური ჩართულობისთვის The World Games-ის მოძრაობაში.ჩვენი მისია
ასოციაციის მისიაა საქართველოში მოქმედი არაოლიმპიური სპორტული ფედერაციების გაერთიანება, გაძლიერება და მხარდაჭერა, რათა ქართველ სპორტსმენებს ჰქონდეთ რეალური შესაძლებლობა მოიპოვონ საერთაშორისო კვალიფიკაცია, მონაწილეობა მიიღონ The World Games-სა და სხვა მაღალი დონის საერთაშორისო შეჯიბრებებში და ღირსეულად წარმოაჩინონ საქართველო მსოფლიო სპორტულ არენაზე.
ჩვენი ხედვა
ჩვენი ხედვაა, 2029 წლისთვის საქართველოს ეროვნული სპორტული თამაშების ასოციაცია ჩამოყალიბდეს როგორც საქართველოში არაოლიმპიური სპორტის ძლიერი, პროფესიული და საერთაშორისოდ აღიარებული ეროვნული პლატფორმა.
ასოციაცია იმუშავებს 40 ფედერაციასთან ღია თანამშრომლობის პრინციპით, ხოლო განსაკუთრებული რესურსი და მხარდაჭერა მიმართული იქნება იმ ფედერაციებზე პრიორიტეტულ მიმართულებაზე, სადაც საქართველოს სპორტსმენებს The World Games 2029-ის კვალიფიკაციის გადალახვის ყველაზე მაღალი პოტენციალი აქვთ.
Our Team
რას ვაკეთებთ
საქართველოს ეროვნული სპორტული თამაშების ასოციაცია მუშაობს რამდენიმე ძირითად მიმართულებაზე:ფედერაციების მხარდაჭერა
ვაერთიანებთ და ვაკოორდინირებთ არაოლიმპიური სპორტული ფედერაციების მუშაობას, ვეხმარებით მათ საერთაშორისო ურთიერთობებში, კვალიფიკაციის პროცესის დაგეგმვასა და ინსტიტუციურ განვითარებაში.
სპორტსმენების კვალიფიკაციის ხელშეწყობა
ვმუშაობთ იმაზე, რომ ქართველმა სპორტსმენებმა მიიღონ მონაწილეობა შესაბამის საერთაშორისო ტურნირებში, დააგროვონ საკვალიფიკაციო ქულები და მოიპოვონ The World Games-ზე მონაწილეობის უფლება.
საერთაშორისო თანამშრომლობა
აქტიურად ვთანამშრომლობთ IWGA-სთან და მის წევრ საერთაშორისო ფედერაციებთან, რათა საქართველო უფრო მეტად ჩაერთოს The World Games-ის გლობალურ სპორტულ სისტემაში.
საქართველოს სპორტული ხილვადობის ზრდა
ჩვენი მიზანია, საქართველო წარმოჩნდეს როგორც ქვეყანა, რომელსაც შეუძლია არამხოლოდ წარმატებული სპორტსმენების აღზრდა, არამედ საერთაშორისო სპორტული ღონისძიებების მასპინძლობის მიმართულებითაც განვითარება.
ჩვენი პრიორიტეტები 2026–2029 წლებში
2026–2029 წლების სტრატეგიული ციკლის მთავარი მიზანია საქართველოს ძლიერი და მრავალსახეობიანი წარმომადგენლობა The World Games 2029 Karlsruhe-ზე.
ამ მიზნის მისაღწევად ასოციაცია იმუშავებს შემდეგ მიმართულებებზე:
საქართველოს დელეგაციის გაზრდა The World Games-ზე;
კვალიფიკაციის პროცესის რუკის შექმნა ყველა შესაბამისი ფედერაციისთვის;
პრიორიტეტული სპორტის სახეობების განსაზღვრა მონაცემებზე დაყრდნობით;
სპორტსმენების, მწვრთნელებისა და ფედერაციების საერთაშორისო მხარდაჭერა;
საქართველოსა და IWGA-ს შორის თანამშრომლობის გაღრმავება;
საქართველოში IWGA-ს ფორმატის ღონისძიების მოზიდვის შესაძლებლობების შესწავლა.
ჩვენი ფასეულობები
- პროფესიონალიზმი — გადაწყვეტილებებს ვიღებთ ფაქტებზე, ანალიზსა და კომპეტენციაზე დაყრდნობით.
- გამჭვირვალობა — ვმუშაობთ ღიად და ანგარიშვალდებულებით ფედერაციების, სახელმწიფოს, პარტნიორებისა და საზოგადოების წინაშე.
- თანაბარი მიდგომა — ყველა ფედერაციისთვის კარი ღიაა, ხოლო რესურსი ნაწილდება შედეგზე ორიენტირებული პრიორიტეტების მიხედვით.
- პარტნიორობა — გვჯერა, რომ წარმატება მიიღწევა სახელმწიფოს, ფედერაციების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და კერძო სექტორის ერთობლივი მოქმედებით.
- ამბიცია — ჩვენი მიზანია, საქართველომ დაიმკვიდროს ღირსეული ადგილი The World Games-ის საერთაშორისო ოჯახში.
